
გემოს სრულყოფილი გამოვლინება
მსოფლიოს გამორჩეული გემო — საქართველოში
პრემიერ ალკო არის იმპორტიორი კომპანია, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი ძირითადი ასორტიმენტი მოიცავს მაღალი ხარისხის ბელგიურ ლუდს, ღვინოსა და ცქრიალა ღვინოებს. ვთანამშრომლობთ როგორც მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტებთან, ასევე ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებთან – რესტორნებთან, ბარებთანა და სასტუმროებთან.
ჩვენი შოურუმი მდებარეობს თბილისში, ვასილ ბარნოვის 76 ნომერში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს პროდუქცია და დააგემოვნოს სასმელები პროფესიონალი კონსულტანტების თანხლებით.
პრემიერ ალკო წარმოდგენილია მხოლოდ შერჩეული და ავთენტური ბრენდებით, რომელთა ხარისხიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ქართულ მომხმარებელს უნიკალური გემოები და გამოცდილება, რაც ევროპული მარკების საშუალებით რეალურობას შეიძენს.
ვმუშაობთ მუდმივად განვითარებაზე, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვეძებთ პარტნიორებს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობა საქართველოში.
პრემიერ ალკოს
განსაკუთრებული თარიღები
პრემიერ ალკომ ბაზარზე ოპერირება დაიწყო პრემიუმ ბელგიური ლუდის სელექციით. თავდაპირველი ასორტიმენტი მოიცავდა ისეთ გამორჩეულ ბრენდებს, როგორიცაა: Chimay, Delirium, Rochefort
მომდევნო წელს კომპანიის პორტფოლიო კიდევ უფრო გაფართოვდა და მომხმარებლებს შევთავაზეთ დამატებითი ბელგიური კლასიკა: Chouffe, Duvel
2024 წლიდან პრემიერ ალკო არა მხოლოდ პროდუქტის ასორტიმენტის განვითარებაზე, არამედ მისი გავრცელების არეალის გაფართოებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ამ პერიოდში ჩვენ დავამატეთ მრავალი ობიექტი, რომელთაც ვამარაგებთ ჩვენი იმპორტირებული სასმელებით — დაწყებული ბარებითა და რესტორნებით, დამთავრებული ღვინის ბუტიკებითა და სასტუმროებით.
2025 წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი პარტნიორული ქსელი და დავიწყეთ თანამშრომლობა ახალ კომპანიებთან, რაც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ბელგიური ლუდისა და ღვინის ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში.
ჩვენი მიზანია პრემიერ ალკოს პროდუქცია გახდეს არა მხოლოდ ხარისხის სინონიმი, არამედ ფართოდ ცნობადი და პოპულარული არჩევანი ჰორეკა სექტორისა და კერძო მომხმარებლებისთვის.


პრემიერ ალკოს
პარტნიორები

















