𝗣𝗿𝗲𝗺𝗶𝗲𝗿𝗲 𝗔𝗹𝗰𝗼 • პრემიერ ალკო

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გაეცანი

ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას

პრემიერ ალკო პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვასა და კონფიდენციალურობას. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს იმისთვის, რომ თქვენი მონაცემები იყოს უსაფრთხოდ დაცული, როგორც შეკვეთისას, ასევე შემდგომი მომსახურების პროცესში.

გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას სანამ განახორციელებთ შეკვეთას ჩვენი ვებ-გვერდიდან.

თქვენი მონაცემები

შეკვეთის პროცესში ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას, რაც აუცილებელია მიწოდების და მომსახურების უზრუნველსაყოფად:

  • სახელი და გვარი;
  • ელ-ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი

პრემიერ ალკო არ ამუშავებს ბარათის დეტალებს. ყველა გადახდა ხდება ავტორიზებული ქართული ბანკების დაცულ გადახდის სისტემებში.

ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების გამოყენება

თქვენს პირად ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეკვეთის დამუშავება და მიწოდება
  • კომუნიკაცია პროდუქტის ან მომსახურების შესახებ
  • უსაფრთხოების და სერვისის გაუმჯობესება

ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ საკურიერო და ლოჯისტიკური კომპანიებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თქვენი შეკვეთის მიტანაზე.

მონაცემების გაზიარება საკურიერო კომპანიებისთვის

კურიერისთვის გადაეცემა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია დროული მიწოდებისთვის:

  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი

მონაცემთა შეგროვება და ანალიტიკა

ჩვენ ვაგროვებთ ზოგად ტექნიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდს www.premiere.ge.

ეს მოიცავს:

  • მოწყობილობის ტიპს
  • ბრაუზერის ინფორმაციას
  • ვიზიტების რაოდენობას

აღნიშნული მონაცემები გამოიყენება უსაფრთხოების, სერვერის ოპტიმიზაციისა და ანალიტიკისთვის. ჩვენ ვიყენებთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა Google Analytics და Meta Pixel, თუმცა ეს მონაცემები არ გამოიყენება ინდივიდუალური იდენტიფიკაციისთვის და არ გადაეცემა არასაჭირო მხარეებს.

ქუქი (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებსაიტის ფუნქციონალობისა და ანალიტიკის გასაუმჯობესებლად.

  • სესიის ქუქიები ინახება მხოლოდ დროებით და არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას.
  • მუდმივი ქუქიები ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და ინახება მანამ, სანამ არ წაშლით.

თქვენ შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში გამორთოთ ან წაშალოთ ქუქიების გამოყენება ნებისმიერ დროს.

მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვა

ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს მონაცემთა შენახვისა და გადაცემისას.

  • ვიყენებთ დაშიფვრას და დაცულ სერვერებს
  • ვინახავთ ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს საჭიროა შეკვეთის შესრულებისთვის ან იურიდიული მიზნებისთვის.

ასაკობრივი შეზღუდვები

პრემიერ ალკო არ ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას 18 წლამდე ასაკის პირებზე.

თუ გექნებათ ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.

შეკითხვები & კონტაქტი

ნებისმიერი შეკითხვის, წინადადების ან პრეტენზიის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: orders@premiere.ge

აღმოაჩინე

ჩვენი პროდუქტები

ხართ სრულწლოვანი?

ვებ-გვერდი მოიცავს პროდუქციას, რომლის ჩვენებაც დასაშვებია მხოლოდ 18+ ასაკის პირებისთვის. გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი სრულწლოვანება ან დატოვეთ რესურსი.