წესები და პირობები
წაიკითხე
ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და შპს „პრემიერ ალკო“-ს (ს/ნ 405538486) („კომპანია“) შორის და არეგულირებს კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებას. კომპანიის ვებ-გვერდი, მასზე განთავსებული პროდუქცია, შეთავაზებები და ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ერთობლივად განიხილება როგორც „პრემიერ ალკო“.
ვებსაიტის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პირობები, სანამ გამოიყენებთ ვებ-გვერდს.
1. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ მოცემული განმარტებები:
ვებ-გვერდი – კომპანიის ონლაინ პლატფორმა www.premiere.ge, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს პროდუქცია, განათავსოს შეკვეთა და მიიღოს მომსახურება.
მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს კომპანიის პლატფორმას.
კომპანია – შპს „პრემიერ ალკო“, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ოპერაცია – ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდა მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე, მათ შორის შეკვეთის განთავსება და ანგარიშსწორება.
პროდუქცია – ალკოჰოლური სასმელები და სხვა იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის ასორტიმენტში.
2.განცხადებები და გარანტიები
ვებ-გვერდის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
არის 18 წლის ან მეტი ასაკის, რაც სავალდებულოა ალკოჰოლის შეძენისათვის;
ეთანხმება და ასრულებს ამ წესებსა და პირობებს;
წარმოადგენს სანდო და ზუსტ ინფორმაციას შეკვეთისას;
მისი ქმედებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
3. მომხმარებლის იდენტიფიკაცია
შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- ელ. ფოსტა
- ტელეფონის ნომერი
- მიწოდების მისამართი
კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს ასაკის დადასტურება მიტანის ან მიწოდების პროცესში.
4. შეთავაზებული პროდუქცია
პრემიერ ალკო მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებს – მათ შორის ბელგიურ ლუდს, ღვინოსა და ცქრიალა ღვინოებს. პროდუქცია გაიყიდება როგორც საცალო, ასევე საბითუმო ფორმატით.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
შეკვეთის დაფიქსირება და თანხის გადახდა წარმოადგენს მომხმარებლის მხრიდან ვალდებულების შესრულებას. კომპანიის მხრიდან შესაბამისი პროდუქტის(ების) მიწოდება კი წარმოადგენს კომპანიის ვალდებულების შესრულებას. შეკვეთა შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება შეკვეთილს (დაწვრილებით იხ. დაბრუნების პოლიტიკა).
6. მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის, გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, დავა განიხილება საქართველოს საერთო იურისდიქციის სასამართლოში.
7. ერთიანი ხელშეკრულება
ეს წესები წარმოადგენს მხარეთა სრულ შეთანხმებას, რომელიც მოქმედებს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ყველა სხვა პირობასთან ერთად, მათ შორის კონფიდენციალურობისა და დაბრუნების პოლიტიკასთან.