დაბრუნების პოლიტიკა
გაეცანი
ჩვენს დაბრუნების პოლიტიკას
პრემიერ ალკო აღიარებს შეძენილ პროდუქციაში პრობლემის არსებობას შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მიღებულ ბოთლს აქვს გარეგანი დაზიანებები (მაგალითად: ბზარია, გატეხილია, დამტვრეულია და ა.შ.);
- თუ მიღებული ბოთლი არ შეესაბამება შეკვეთილ პროდუქტს (განსხვავებული ბრენდი, მოცულობა ან შეფუთვა).
შენიშვნა: ფერის ან ეტიკეტის მცირე სხვაობები არ მიიჩნევა პრობლემად, რადგან შესაძლოა გამოწვეული იყოს განათების, ეკრანის სპეციფიკისა ან შეფუთვის ვერსიის განახლებით.
ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია:
- გადაიღოს დაზიანებული პროდუქტის ან შეფუთვის მკაფიო ფოტოები;
- დაუკავშირდეს პრემიერ ალკოს წარმომადგენელს ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სოციალური ქსელების პირადი შეტყობინებით და გაუგზავნოს ფოტომასალა.
დაზიანებული პროდუქციის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს მის უკან გამოთხოვას და მომხმარებელს ეძლევა შემდეგი არჩევანი:
- სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა (თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა);
- მოითხოვოს ახალი, უვნებელი ბოთლის მიწოდება;
- შეცვალოს პროდუქტი სხვა სასმელით. ასეთ შემთხვევაში, თანხის სხვაობა ან დაერიცხება მომხმარებელს, ან დაებრუნება მის ანგარიშზე – არჩეული პროდუქტის ღირებულების შესაბამისად.